სასწავლო პროექტი


 ,,ოქროს  კვეთა“

პროექტის  მთავარი  იდეა (თემა)  1–2  წინადადებით:  ოქროს  კვეთის   როლი,მისი  აღმოჩენა  სხვადასხვა  სფეროში.

პროექტის  აქტუალობა:  კლასში ჩატარდება  გაკვეთილი  თემისადმი  ინტერესის   გაღვიძების  მიზნით.  გაკვეთილი  ჩატარდება  ინტეგრირებულად   შემდეგ   საგნებში:  მათემატიკა,  ქართული,  ბიოლოგია,  ხელოვნება,მუსიკა.

პროექტის  მიზნები: მოსწავლეებმა  მოიპოვონ ინფორმაცია  ოქროს კვეთაზე, ხელოვნების ნიმუშები,  რომელზედაც ,,ოქროს  მართკუთხედია’’  მონიშნული.

მონაწილეთა  ასაკი:  13-14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი    თვე

მოსალოდნელი პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოეწყობა  ექსკურსია  ჯვრის    და  სვეტიცხოვლის   მონასტერში, შეიქმნება  ბროშურები  კვლევის  შედეგებზე, გაკეთდება  ფოტო  და ვიდეო  კოლაჟები, სტენდები, მოეწყობა  გამოფენა.

პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები: VIII-IX  კლასის  სახელმძღვანელო. ავტორიები: გოგიშვილი, ვეფხვაძე მებონია, ქურჩიშვილი. ავთანდილ  ბენდუქისის  სახალისო  მათემატიკა.
კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვყოფ   ხუთ  ჯგუფად  და   ვაძლევ   დავალებეებს  მოიძიონ  ინფორმაცია  ოქროს  კვეთის  შესახებ  და  ვაკეთებ  ჯგუფების  მუშაობის   მონიტორს.
1.  I-ჯგუფი––მათემატიკა;
2.II-ჯგუფი––ბიოლოგია;
3.III–ჯგუფი––არქიტექტურა;
4.IV-ჯგუფი–––ლიტერატურა;
5.V-ჯგუფი––ხელოვნება  და   მუსიკა;
  თითოეული  ჯგუფი  წარმოადგენს  პრეზენტაციას.

პირველი ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა მათემატიკაში''


მეორე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ბიოლოგიაში''



მესამე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა არქიტექტურაში''


მეოთხე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ლიტერატურაში''


მეხუთე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ხელოვნებასა და მუსიკაში''

საგნებთან/  საგნობრივ  ჯგუფებთან/  ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: მათემატიკა,  ლიტერატურა,  ხელოვნება, მუსიკა
შედეგი  მიღწეულია  თუ  მიღებული  ცოდნის  შედეგად  მოსწავლეები  შეძლებენ  ღვთაებრივი  პროპორციის  არსებობის  აღმოჩენას   არა  მარტო  მათემატიკაში,  არამედ   ბიოლოგიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებასა  და  მუსიკაში.

პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ნაირა  გოგუაძე.

ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: nairagoguadze@gmail.com