,,ოქროს კვეთა“
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ოქროს კვეთის როლი,მისი აღმოჩენა სხვადასხვა სფეროში.
პროექტის აქტუალობა: კლასში ჩატარდება გაკვეთილი თემისადმი ინტერესის გაღვიძების მიზნით. გაკვეთილი ჩატარდება ინტეგრირებულად შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული, ბიოლოგია, ხელოვნება,მუსიკა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიპოვონ ინფორმაცია ოქროს კვეთაზე, ხელოვნების ნიმუშები, რომელზედაც ,,ოქროს მართკუთხედია’’ მონიშნული.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოეწყობა ექსკურსია ჯვრის და სვეტიცხოვლის მონასტერში, შეიქმნება ბროშურები კვლევის შედეგებზე, გაკეთდება ფოტო და ვიდეო კოლაჟები, სტენდები, მოეწყობა გამოფენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: VIII-IX კლასის სახელმძღვანელო. ავტორიები: გოგიშვილი, ვეფხვაძე მებონია, ქურჩიშვილი. ავთანდილ ბენდუქისის სახალისო მათემატიკა.
კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვყოფ ხუთ ჯგუფად და ვაძლევ დავალებეებს მოიძიონ ინფორმაცია ოქროს კვეთის შესახებ და ვაკეთებ ჯგუფების მუშაობის მონიტორს.
1. I-ჯგუფი––მათემატიკა;
2.II-ჯგუფი––ბიოლოგია;
3.III–ჯგუფი––არქიტექტურა;
4.IV-ჯგუფი–––ლიტერატურა;
5.V-ჯგუფი––ხელოვნება და მუსიკა;
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
პირველი ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა მათემატიკაში''
მეორე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ბიოლოგიაში''
მესამე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა არქიტექტურაში''
მეოთხე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ლიტერატურაში''
მეხუთე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ხელოვნებასა და მუსიკაში''
მეხუთე ჯგუფის პრეზენტაცია: ,,ოქროს კვეთა ხელოვნებასა და მუსიკაში''
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა
შედეგი მიღწეულია თუ მიღებული ცოდნის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ ღვთაებრივი პროპორციის არსებობის აღმოჩენას არა მარტო მათემატიკაში, არამედ ბიოლოგიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მუსიკაში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაირა გოგუაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nairagoguadze@gmail.com